
ნეშტთა შორისა ბ 29:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაკლეს ხარები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ცხვრები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.
ნეშტთა შორისა ბ 29:22 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:22 კონტექსტში
29:20დილაადრიანად ადგა მეფე იეხიზკიაჰუ, შეყარა ქალაქის თავები და უფლის სახლში ავიდა.
29:21შვიდი კურატი, შვიდი ცხვარი, შვიდი ბატკანი და შვიდი თხა მიიყვანეს სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის. აარონიანებს, მღვდლებს, უბრძანა აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე.
29:22დაკლეს ხარები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ცხვრები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.
29:23მორეკეს ცოდვის თხები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ.
29:24დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:22
- ლევიანი 4:18ცხოს სისხლი სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშე დგას, სადღესასწაულო კარავში; დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არის.
- ლევიანი 8:19დაკლა იგი მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ.
- ლევიანი 8:24მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ.
- ლევიანი 1:5დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
- ლევიანი 4:7სცხოს სისხლი მღვდელმა უფლის წინაშე სურნელებათა საკმევი აამსხვერპლოს რქებს, რომელიც სადღესასწაულო კარავშია; ხბოს დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენი სამსხვერპლოს ძირას, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან რომ არის.
- ლევიანი 8:14მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.
- ლევიანი 8:15დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.
- ებრაელთა მიმართ 9:21თვით კარავსა და საღვთისმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში