
ფსალმუნი 95:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
ფსალმუნი 95:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 95:1 კონტექსტში
95:1მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
95:2სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.
95:3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 95:1
- კორინთელთა მიმართ ა 10:4და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
- ფსალმუნები 81:1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
- მეფეთა ბ 22:47ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,
- ფსალმუნები 150:6ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!
- გამოსვლა 15:21ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.
- ფსალმუნები 96:1უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- ფსალმუნები 96:2უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.
- გამოცხადება 15:3და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 95
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 95 · გახსენი ბიბლიის მკითხველში