
ნეშტთა შორისა ბ 30:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიარეს მალემსრბოლებმა მეფისა და მისი მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: ისრაელიანებო! დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის, ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა.
ნეშტთა შორისა ბ 30:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 30:6 კონტექსტში
30:4სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
30:5დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში ბერშებადან დანამდე, რათა მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ გადაეხადათ დაწერილის მიხედვით.
30:6მოიარეს მალემსრბოლებმა მეფისა და მისი მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: ისრაელიანებო! დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის, ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა.
30:7ნუ იქნებით თქვენი მამა-პაპის და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თქვენი მამა-პაპის ღმერთს, და მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად როგორც ხედავთ.
30:8ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი თქვენი მამა-პაპის მსგავსად. ხელი გაიწოდეთ უფლის მიმართ, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განათლული აქვს სამარადისოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 30:6
- ესთერი 8:14სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა.
- იერემია 4:1თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ,
- იერემია 51:31შიკრიკს შიკრიკი მისდევს, მაცნეს მაცნე მისდევს, რომ ამცნოს ბაბილონის მეფეს, რომ აღებულია ქალაქი ყოველის მხრიდან.
- ნეშტთა შორისა ბ 28:20მიუხდა მას თიგლათფალასარი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად.
- იობი 9:25ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ;
- ნეშტთა შორისა ა 5:26ისრაელის ღმერთმა აღძრა აშურის მეფის, ფულის, სული და აშურის მეფის, თიგლათ-ფილნესერის, სული და გაასახლა რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ტომის ნახევარი. ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე არიან.
- ეზექიელი 33:11უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!
- ესაია 55:6ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 30
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში