გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 31:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 31:14

კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმიდა შეწირულობანი.

ნეშტთა შორისა ბ 31:14 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 31:14 კონტექსტში

31:12შეზიდეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო.

31:13იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ, მახათი და ბენიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქონანიაჰუსა და მისი ძმის, შიმყის ხელქვეით, მეფე იეხიზკიაჰუსა და ყაზარიაჰუს, უფლის სახლის წინამძღვრის ბრძანებით.

31:14კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმიდა შეწირულობანი.

31:15მისი ხელქვეით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იეშუაყი, შემაყიაჰუ, შექანიაჰუ, რომ სამართლიანად გაენაწილებინათ მოძმეთათვის მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის,

31:16საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა გარდა სამი წლიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მიმსვლელისთვის ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის, მათ თანამდებობებზე დასებისდა მიხედვით,

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 31:14

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 31

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში