
ლევიანი 10:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მოსემ აარონს და მის დარჩენილ შვილებს - ელეაზარს და ითამარს: აიღეთ საძღვნო, რაც უფლის საცეცხლო მსხვერპლს გადარჩა და შეჭამეთ სამსხვერპლოს გვერდით, რადგან წმიდათა წმიდაა იგი.
ლევიანი 10:12 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 10:12 კონტექსტში
10:10რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმიდური და განწმედილი,
10:11რომ ასწავლოთ ისრაელიანებს ყოველი წესი, რომელიც მოსეს პირით გამოაცხადა უფალმა.
10:12უთხრა მოსემ აარონს და მის დარჩენილ შვილებს - ელეაზარს და ითამარს: აიღეთ საძღვნო, რაც უფლის საცეცხლო მსხვერპლს გადარჩა და შეჭამეთ სამსხვერპლოს გვერდით, რადგან წმიდათა წმიდაა იგი.
10:13ჭამეთ იგი წმიდა ადგილზე, რადგან ეს შენი და შენი შვილების კერძია უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან, რადგან ასეა ნაბრძანები ჩემთვის.
10:14შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმედილ ადგილზე შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 10:12
- ლევიანი 21:22თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.
- რიცხვთა 18:9აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.
- რიცხვთა 18:10წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის.
- ლევიანი 6:14აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი: შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან.
- ლევიანი 6:18ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.
- ლევიანი 7:9ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
- ეზექიელი 44:29ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
- ლევიანი 2:1ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 10
სრულად წაიკითხე: ლევიანი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში