
ნეშტთა შორისა ბ 31:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანებმა ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი. სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს.
ნეშტთა შორისა ბ 31:5 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 31:5 კონტექსტში
31:3დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.
31:4უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული.
31:5როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანებმა ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი. სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს.
31:6ისრაელიანებს და იუდიანებს, იუდას ქალაქების მკვიდრთ, მოჰქონდათ მეათედი ხარ-ძროხიდან და ცხვრიდან, მეათედი - შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანთი ღმერთისთვის ჰქონდათ შეწირული. მოიტანეს და გროვად დაახვავეს.
31:7მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში მოამთავრეს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 31:5
- ნეემია 13:12მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში.
- ნეშტთა შორისა ბ 24:10გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
- ნეშტთა შორისა ბ 24:11როდესაც ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს. მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე იქცეოდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს.
- ნეემია 10:35ჩვენ ვიკისრეთ მიწის პირველმოწეული ნაყოფის, ყველა ხეხილის პირველმოწეული ნაყოფის წლიდან წლამდე უფლის სახლში მიტანა,
- ნეემია 10:39რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!
- გამოსვლა 36:5და ასე უთხრეს მოსეს: უფრო მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე უფლისაგან ნაბრძანები საქმის გასაკეთებლად არის საჭირო.
- გამოსვლა 36:6მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად. შეწყვიტა ხალხმაც მოტანა.
- ნეემია 13:31ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 31
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში