გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 32:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 32:15

ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცდუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას. რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შესძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან.

ნეშტთა შორისა ბ 32:15 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 32:15 კონტექსტში

32:13განა არ იცით რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შესძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები?

32:14რომელი იყო ჩემი მამა-პაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან?

32:15ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცდუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას. რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შესძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან.

32:16კიდევ ელაპარაკნენ მისი მორჩილნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მორჩილის, იეხიზკიაჰუს, წინააღმდეგ.

32:17უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხიზკიაჰუს ღმერთი ვერ იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 32:15

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 32

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში