
ნეშტთა შორისა ბ 32:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, დაეწყვიტა წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ.
ნეშტთა შორისა ბ 32:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 32:3 კონტექსტში
32:1ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს, მათ გატეხას ფიქრობდა.
32:2როცა დაინახა იეხიზკიაჰუმ, რომ მოვიდა სანხერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს,
32:3გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, დაეწყვიტა წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ.
32:4შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: რატომ უნდა ნახონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?
32:5მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 32:3
- იგავესნი 20:18გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.
- იგავესნი 15:22თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
- იგავესნი 24:6თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება.
- ესაია 22:8აეხადა საფარველი იუდას და შენ მოიკითხე იმ დღეს საჭურველი მაღნარის სახლში.
- ესაია 22:11მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც დასახა იგი დიდი ხნის წინათ.
- ნეშტთა შორისა ბ 30:2გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ.
- ესაია 40:13ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
- რომაელთა მიმართ 11:34რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 32
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში