
ესაია 40:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
ესაია 40:13 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 40:13 კონტექსტში
40:11როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.
40:12ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?
40:13ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
40:14ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?
40:15აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს!
პარალელური ადგილები: ესაია 40:13
- კორინთელთა მიმართ ა 2:16რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
- რომაელთა მიმართ 11:34რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?
- იობი 36:22აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
- იობი 36:23ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს, ბოროტება გაქვსო ჩადენილი?
- იობი 21:22განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?
- ლუკას სახარება 10:22ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას.
- იოანე 1:13და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.
- ეფესელთა მიმართ 1:11რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,
განაგრძე კითხვა: ესაია 40
სრულად წაიკითხე: ესაია 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში