
ნეშტთა შორისა ბ 34:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი.
ნეშტთა შორისა ბ 34:19 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 34:19 კონტექსტში
34:17გადმოყარეს ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში აღმოჩნდა, და ხელში ჩააბარეს ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს.
34:18ამბავი მიუტანა შაფანმა მეფეს და უთხრა: წიგნი ჩამაბარა ხილკიაჰუ მღვდელმა და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე.
34:19როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი.
34:20უბრძანა მეფემ ხილკიაჰუს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს, და უთხრა:
34:21წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 34:19
- იესო ნავეს ძე 7:6შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.
- გალატელთა მიმართ 2:19ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის.
- რომაელთა მიმართ 3:20ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.
- იერემია 36:22ხოლო მეფე საზამთრო სასახლეში იჯდა, რადგან მეცხრე თვე იყო, და მის წინ მაყალი ენთო.
- იერემია 36:24არ შეშინებულან, არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფეს და მის მორჩილთ, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
- რომაელთა მიმართ 7:7მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს.
- რომაელთა მიმართ 7:11რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა.
- იოელი 2:13გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 34
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში