
ეზექიელი 14:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ ამიერიდან აღარ განმიდგეს ისრაელის სახლი და აღარ შესცოდოს თავისი შეცოდებებით, იყოს ჩემი ერი და მე მისი ღმერთი ვიყო, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზექიელი 14:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 14:11 კონტექსტში
14:9თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცდუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცდუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
14:10პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე; ერთი იქნება დანაშაული შემკითხველისა და დანაშაული წინასწარმეტყველისა,
14:11რომ ამიერიდან აღარ განმიდგეს ისრაელის სახლი და აღარ შესცოდოს თავისი შეცოდებებით, იყოს ჩემი ერი და მე მისი ღმერთი ვიყო, ამბობს უფალი ღმერთი.
14:12იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
14:13ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემ წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 14:11
- ეზექიელი 37:23აღარ გაუწმიდურდებიან თავიანთი კერპებით და სისაძაგლეებით, არანაირი დანაშაულით, და ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ; გავწმედ მათ და ერად მეყოლება ისინი, მე კი მათი ღმერთი ვიქნები.
- ეზექიელი 48:11ეს ნაკურთხი მღვდლებისთვისაა, ცადოკის შთამომავალთათვის, რომლებიც ასრულებდნენ ჩემს სამსახურს და არ განმდგარან ისრაელიანთა განდგომის დროს, როგორც ლევიანები განდგნენ.
- ეზექიელი 44:10მაგრამ ლევიანებიც, რომლებიც გამერიდნენ, როცა განმიდგა ისრაელი და გაედევნა თავის კერპებს, იტმირთავენ თავიანთ დანაშაულს.
- იერემია 31:33რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.
- გამოცხადება 21:7მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე.
- ეზექიელი 39:22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
- ეზექიელი 44:15ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელიანები განმდგარნი იყვნენ ჩემგან, მომეახლებიან, რომ მემსახურონ; დადგებიან ჩემ წინაშე, რომ მომართვან ქონი და სისხლი, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 11:4რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 14
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში