
ნეშტთა შორისა ბ 35:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
ნეშტთა შორისა ბ 35:17 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:17 კონტექსტში
35:15მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მისნისგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც - ყოველ კარში; არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
35:16ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადახდილიყო და აღსავლენი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიაჰუს ბრძანების მიხედვით.
35:17შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
35:18სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არცერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, იოშიაჰუმ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრელიანებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს.
35:19იოშიაჰუს მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. (მუცლითმეზღაპრენი, მკითხავები, თერაფიმები, კერპები და აშერები, რაც კი იუდაში და იერუსალიმში იყო, ცეცხლს მისცა მეფე იოშიაჰუმ, რომ გაემტკიცებინა იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც ხილკიაჰუ მღვდელმა იპოვა უფლის სახლში. მანამდე არავინ ყოფილა მისი მსგავსი, რომ მთელი თავისი გულით და მთელი თავისი სულით, მთელი თავისი ძალით მოსეს რჯულის თანახმად მიქცეულიყო უფლისკენ; და არც მის შემდეგ გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ მაინც არ დამცხრალა უფალი თავისი დიდი რისხვისაგან, რომლითაც მრისხანებდა უფალი იუდაზე ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა. თქვა უფალმა: იუდასაც მოვიკვეთ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიკვეთე; განვაგდებ ამ ქალაქსაც, რომელიც ამოვირჩიე, იერუსალიმს, და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იმკვიდრებს-მეთქი ჩემი სახელი).
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:17
- გამოსვლა 12:15შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.
- გამოსვლა 12:20საფუარიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ.
- რიცხვთა 28:16პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, უფლის პასექია.
- რიცხვთა 28:25მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
- კორინთელთა მიმართ ა 5:7მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.
- კორინთელთა მიმართ ა 5:8ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.
- გამოსვლა 34:18დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან.
- მეორე სთვლისაება 16:3ნუ მიატან მას საფუარიანს, ხუთ დღეს ჭამე მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური, რადგან ნაჩქარევად გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში