
ნეშტთა შორისა ბ 35:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეზე და ამხნევებდა უფლის სახლის სამსახურისთვის.
ნეშტთა შორისა ბ 35:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:2 კონტექსტში
35:1გადაუხადა იოშიაჰუმ პასექი უფალს იერუსალიმში. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს ამსხვერპლეს პასექი.
35:2დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეზე და ამხნევებდა უფლის სახლის სამსახურისთვის.
35:3უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონ დავითის ძემ, ისრაელის მეფემ, რომ ააშენა; რად გინდათ მისი მხრებით ტარება; ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს და მის ერს, ისრაელს.
35:4მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის განაწესის მიხედვით და მისი ძის, სოლომონის განაწესის მიხედვით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:2
- ნეშტთა შორისა ბ 31:2დააყენა იეხეზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად და ლევიანებად, აღსავლენისა და სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად, უფლის ბანაკის კარიბჭეებში საქებრად და სადიდებლად.
- ნეშტთა შორისა ა 22:19ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთა უფლის, ღმერთის საწმიდრის მშენებლობა, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადააბრძანოთ.
- ნეშტთა შორისა ბ 23:8ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.
- ეზრა 6:18დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
- ნეშტთა შორისა ბ 23:18უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს - ლევიანებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის აღსავლენის შესწირად, როგორც მოსეს რჯულში წერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ბ 29:5უთხრა მათ: მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან.
- ნეშტთა შორისა ბ 29:11ჩემო შვილებო! ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით.
- ნეშტთა შორისა ა 24:1აარონიანებს თავიანთი დასები აქვთ. აარონიანები: ნადაბი, აბიჰუ, ელყეზერი და ითამარი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში