
ნეშტთა შორისა ბ 35:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაუხადა იოშიაჰუმ პასექი უფალს იერუსალიმში. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს ამსხვერპლეს პასექი.
ნეშტთა შორისა ბ 35:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:1 კონტექსტში
35:1გადაუხადა იოშიაჰუმ პასექი უფალს იერუსალიმში. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს ამსხვერპლეს პასექი.
35:2დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეზე და ამხნევებდა უფლის სახლის სამსახურისთვის.
35:3უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონ დავითის ძემ, ისრაელის მეფემ, რომ ააშენა; რად გინდათ მისი მხრებით ტარება; ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს და მის ერს, ისრაელს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:1
- გამოსვლა 12:6ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
- რიცხვთა 9:3ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი.
- ეზრა 6:19გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
- მეორე სთვლისაება 16:1დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით.
- მეორე სთვლისაება 16:8ექვს დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს კი უქმეა უფლის, შენი ღმერთისათვის, არაფერი საქმე არ აკეთო.
- ეზექიელი 45:21პირველი თვის თოთხმეტში გექნებათ პასექი - შვიდდღიანი დღესასწაული; უფუარს უნდა ჭამდეთ.
- ნეშტთა შორისა ბ 30:1შეუთვალა იეხიზკიაჰუმ მთელ ისრაელს და იუდას. წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის პასექის გადასახდელად.
- ნეშტთა შორისა ბ 30:27წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი. შესმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფლამდე, ცაში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში