
იობი 3:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
იობი 3:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 3:8 კონტექსტში
3:6ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს!
3:7აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული!
3:8შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
3:9დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები!
3:10რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს!
პარალელური ადგილები: იობი 3:8
- იობი 41:1თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
- იობი 41:10მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
- იობი 41:25წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ;
- მათეს სახარება 11:17და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
- მარკოზის სახარება 5:38მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი.
- ამოსი 5:16რადგან ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება და იტყვიან ყველა შუკაში: ვაი, ვაი! მოუხმობენ მიწათმოქმედს საგოდებლად და საგლოვად - მოტირალებს.
- ნეშტთა შორისა ბ 35:25გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელ კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
- იერემია 9:17ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.
განაგრძე კითხვა: იობი 3
სრულად წაიკითხე: იობი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში