
ნეშტთა შორისა ბ 36:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა; და იყვნენ მისი და მისი ვაჟების მორჩილნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე,
ნეშტთა შორისა ბ 36:20 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 36:20 კონტექსტში
36:18ღვთის სახლის ყველა ჭურჭელი - დიდი და მცირე, უფლის სახლის საგანძურები, მეფისა და მთავრების საგანძურებითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა.
36:19გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა.
36:20მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა; და იყვნენ მისი და მისი ვაჟების მორჩილნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე,
36:21რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავისი შაბათებით გაიხარებდესო. მთელ უკაცრიელობის ხანაში შაბათობდა, ვიდრე სამოცდაათი წელი არ შესრულდა.
36:22კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით, რომ
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 36:20
- იერემია 27:7ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.
- ეზრა 1:1სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სპარსეთის მეფის, კიროსის, სული და გამოაცხადა მან მთელ თავის სამეფოში ზეპირ და წერილობითაც, რომ:
- ეზრა 1:11ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი სულ ხუთიათას ოთხასი ცალი. ეს ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულნი ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.
- ნეშტთა შორისა ბ 36:22კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით, რომ
- მეორე სთვლისაება 28:47იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი.
- მეორე სთვლისაება 28:48დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 36
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში