
ნეშტთა შორისა ბ 5:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ კიდობანს და კეტებს.
ნეშტთა შორისა ბ 5:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 5:8 კონტექსტში
5:6მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი მთელი ისრაელის საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
5:7დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათაწმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.
5:8რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ კიდობანს და კეტებს.
5:9კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მისი თავები მოჩანდა კიდობნიდან, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა. დღემდე იქ არის ისინი.
5:10არაფერი იყო კიდობანზე, გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 5:8
- გამოსვლა 37:3ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.
- გამოსვლა 37:5გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
- გამოსვლა 25:12ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.
- გამოსვლა 25:15კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ.
- რიცხვთა 4:6ზედ დააფენენ თახაშის ტყავის ფარდაგს და ზემოდან გადააფარებენ ლურჯი მატყლის ქსოვილს და გაუყრიან კეტებს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 5
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში