
ნეშტთა შორისა ბ 6:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა შეგცოდავენ - რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, - განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,
ნეშტთა შორისა ბ 6:36 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 6:36 კონტექსტში
6:34როცა მტერთან საბრძოლველად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისაკენ, შენ სახელზე რომ აგაშენე,
6:35მაშინ ისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.
6:36როცა შეგცოდავენ - რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, - განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,
6:37გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
6:38როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვვდ წაასხეს და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 6:36
- იაკობის ეპისტოლე 3:2რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:8თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:10თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
- ეკლესიასტე 7:20არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
- ფსალმუნები 143:2რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
- ფსალმუნები 130:3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
- იობი 15:14რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
- იობი 15:16რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 6
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში