
იობი 15:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
იობი 15:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:14 კონტექსტში
15:12საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს?
15:13რას მიგიმართავს შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან?
15:14რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
15:15აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!
15:16რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
პარალელური ადგილები: იობი 15:14
- ეკლესიასტე 7:20არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
- იობი 14:4ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ.
- იგავესნი 20:9ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?
- რომაელთა მიმართ 7:18რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.
- იობი 25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
- იობი 25:6მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
- ფსალმუნები 14:3ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:8თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში