
ნეშტთა შორისა ბ 7:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
ნეშტთა შორისა ბ 7:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 7:13 კონტექსტში
7:11დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად.
7:12ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა- ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
7:13თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
7:14და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.
7:15ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა- ვედრებისადმი ამ ადგილზე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 7:13
- ნეშტთა შორისა ბ 6:26როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენ წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
- ნეშტთა შორისა ბ 6:28შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე თუ სნეულება,
- მეორე სთვლისაება 11:17თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას, აღარ იქნება წვიმა, მიწა მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი.
- გამოცხადება 11:6მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.
- გამოცხადება 3:7ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს:
- მეფეთა ბ 24:13მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: რა გიჯობს, შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაშა, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და ასწონ-დასწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს გამომგზავნელს.
- მეფეთა ბ 24:15მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დღიდან დათქმულ დრომდე. და გაწყდა დანიდან ბერშებამდე სამოცდაათი ათასი კაცი.
- ეზექიელი 14:19თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში