
ნეშტთა შორისა ბ 7:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა- ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
ნეშტთა შორისა ბ 7:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 7:12 კონტექსტში
7:10მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს.
7:11დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად.
7:12ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა- ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
7:13თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
7:14და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 7:12
- ნეშტთა შორისა ბ 1:7იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?
- შესაქმე 17:1ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემ წინაშე და სრული იყავი.
- ნეშტთა შორისა ბ 7:16ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული.
- მეორე სთვლისაება 12:11რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ: თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:15და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.
- ფსალმუნები 66:19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
- ფსალმუნები 132:13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში