
ნეშტთა შორისა ბ 8:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ დაიწყო სოლომონმა უფლისთვის აღსავლვნის შეწირვა უფლის სამსხვერპლოზე, რომელიც სტოასთან ააგო,
ნეშტთა შორისა ბ 8:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 8:12 კონტექსტში
8:10ორას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა მეფე სოლომონს ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც ხალხს უძღვებოდნენ.
8:11ფარაონის ასული სოლომონმა დავითის ქალაქიდან აიყვანა სახლში, რომელიც მას აუშენა, რადგან თქვა, არ უნდა ცხოვრობდესო ჩემი ცოლი დავითის, ისრაელის მეფის, სახლში, რადგან წმიდაა იგი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა.
8:12მაშინ დაიწყო სოლომონმა უფლისთვის აღსავლვნის შეწირვა უფლის სამსხვერპლოზე, რომელიც სტოასთან ააგო,
8:13ყოველდღიური აღვლენა, მოსეს მცნებისამებრ, შაბათების და ახალმთვარობების დაცვა, წელიწადში სამი დღესასწაულის უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის ზეიმი.
8:14დავითის, მამამისის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები თავიანთ სამსახურში, ლევიანები კი მათ დაცვაში, რათა სადიდებილი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 8:12
- ნეშტთა შორისა ბ 4:1გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.
- ნეშტთა შორისა ბ 15:8როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.
- იოელი 2:17ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?
- ეზექიელი 8:16მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.
- იოანე 10:23და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.
- ნეშტთა შორისა ა 28:17ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, სასხურებლებისთვის, ჯამებისთვის. ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 8
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში