გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 1:10: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 1:10

სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;

კორინთელთა მიმართ ბ 1:10 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 6 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 20 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 1:10

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ამიტომაც დასძინა პავლე მოციქულმა: ‘რომელმანცა გვიხსნა ჩუენ დიდისა მისგან სიკუდილისა’ (2 კორ. 1:10). მან არ თქვა, რომ ამდენი განსაცდელისაგან მიხსნაო, არამედ ხაზი გაუსვა განსაცდელების დაუძლეველ ძალას და ამით კიდევ უფრო განამტკიცა ჭეშმარიტება იმ მოძღვრებისა, რომელსაც ქადაგებდა.”

    მთელი განმარტება

    ამიტომაც დასძინა პავლე მოციქულმა: “რომელმანცა გვიხსნა ჩუენ დიდისა მისგან სიკუდილისა” (2 კორ. 1:10). მან არ თქვა, რომ ამდენი განსაცდელისაგან მიხსნაო, არამედ ხაზი გაუსვა განსაცდელების დაუძლეველ ძალას და ამით კიდევ უფრო განამტკიცა ჭეშმარიტება იმ მოძღვრებისა, რომელსაც ქადაგებდა.

    მკვდრეთით აღდგომა ხომ მომავლის საქმეა, მაგრამ მოციქული გვიჩვენებს, რომ იგი ყოველდღიურადაც ხდება. როდესაც ღმერთი სასოწარკვეთილ ადამიანს, ჯოჯოხეთის კარამდე მისულს, იხსნის, განა სხვა რამეს აკეთებს, თუ არა მკვდრეთით აღადგენს მას, სიკვდილის პირიდან გამოჰყავს? ამიტომაც, როდესაც ვინმე მოულოდნელად თავისუფლდება სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან, იქნება ეს მძიმე ავადმყოფობა თუ აუტანელი უბედურება, ბევრი ამბობს: “ამ ადამიანში ჩვენ მკვდრეთით აღდგომა ვიხილეთ”.

    სიტყვებმა: “რაჲთა არა ვიესვიდეთ თავთა თჳსთა” შესაძლოა, საერთო ბრალდებად და მხილებად მოგვეჩვენოს და ზოგიერთ კორინთელზეც იმოქმედოს, ამიტომ მოციქული არბილებს ნათქვამს და მათ ლოცვებს დიდ შუამდგომლობას მიაწერს. ამასთან, გვიჩვენებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუღალავად უნდა ვიღვაწოთ. სიტყვებში: “ვიესავთ, რამეთუ კუალადცა გჳჴსნეს ჩუენ” წინასწარმეტყველებაა, რომ კიდევ მრავალი განსაცდელი იქნება, მაგრამ არც მაშინ მიგვატოვებენ, არამედ ზეციდან მივიღებთ დახმარებასა და შეწევნას.

    მაგრამ, რომ არ დაეცეთ სულით, როდესაც გაიგებენ, რომ გამუდმებით უნდა ებრძოლონ უბედურებებს, მოციქული წინასწარ გვიჩვენებს ამ უბედურებების სარგებელს. Იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გვაკავებენ მუდმივ თავმდაბლობაში, “რაჲთა არა ვიესვიდეთ თავთა თჳსთა”. სწორედ ამით ხდება ჩვენი ხსნა და კიდევ მრავალი სხვა სიკეთე, როგორიცაა ქრისტესთან ზიარება, “რამეთუ ვითარცა განმრავლდებიან ვნებანი ქრისტესნი ჩუენ შორის, ეგრეცა მრავლითა ქრისტეს მიერ ნუგეშინის-ცემაჲ ჩუენი” (2 კორ. 1:5).

    თუ ვწუხვართ, ეს თქვენი ნუგეშისა და ხსნისთვისაა, “ანუ თუ ვწუხთ, თქუენისა ნუგეშინის-ცემისათჳს და ცხორებისათჳს”. ამასთან, მორწმუნეთა ხსნის უფრო დიდი აშკარაობაა, “რომელი იქმნების მოთმინებითა მითვე ვნებათაჲთა, რომელთა ჩუენცა ვვნებთ”. ეს არის გამაგრება მოთმინებაში და, ამას გარდა, აღდგომის ნათელი და თვალსაჩინო მტკიცებულება, “რომელმანცა გვიხსნა ჩუენ დიდისა მისგან სიკუდილისა”. ეს არის ჩვენი დამტკიცება ღვაწლში და მუდმივი მზერა ღმერთზე, “ვიესავთ, რამეთუ კუალადცა გჳჴსნეს ჩუენ”. და ბოლოს, გვეჩვევა გულმოდგინე ლოცვას, “თანა-შემწეობითა თქუენითა ჩუენთჳს ლოცვითა”.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 1:10 კონტექსტში

1:8ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.

1:9მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;

1:10სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;

1:11რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.

1:12რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენ შორის.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 1:10

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 1

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში