
ფსალმუნი 34:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
ფსალმუნი 34:19 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 34:19 კონტექსტში
34:17მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.
34:18ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
34:19მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
34:20ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
34:21მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 34:19
- ფსალმუნები 34:17მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:12საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:13არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:17ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის,
- იოანე 16:33ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.
- ფსალმუნები 34:6აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
- ფსალმუნები 34:4მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:11დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 34
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში