
კორინთელთა მიმართ ბ 5:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
კორინთელთა მიმართ ბ 5:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 12 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 5:18
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ახლა კი ყველაფერი ახალია. ‘ესე ყოველი ახალ იქმნა და ყოველივე ღმრთისაგან არს’ (2 კორ. 5:17-18). ჩვენგან კი, არაფერი. ცოდვათა შენდობაც, შვილობაც და წარუვალი დიდებაც, ყოველივე მის მიერ ბოძებული ძღვენია ჩვენთვის.”
მთელი განმარტება
ახლა კი ყველაფერი ახალია. “ესე ყოველი ახალ იქმნა და ყოველივე ღმრთისაგან არს” (2 კორ. 5:17-18). ჩვენგან კი, არაფერი. ცოდვათა შენდობაც, შვილობაც და წარუვალი დიდებაც, ყოველივე მის მიერ ბოძებული ძღვენია ჩვენთვის.
ამრიგად, პავლე მოციქული სათნოებისკენ აღგვძრავს არა მხოლოდ მომავალი კეთილდღეობით, არამედ აწმყოთიც. დააკვირდი, როგორ: მან თქვა, რომ ჩვენ ოდესმე აღვდგებით, გარდავიცვლებით უხრწნელებაში და საუკუნო სავანეს მივიღებთ. მაგრამ რაკი იმათთვის, ვისაც მომავლის ისე არ სწამს, როგორც საჭიროა, აწმყოს უფრო მეტი ძალა აქვს. Ვიდრე მომავალს, იგი უჩვენებს მათ იმასაც, რაც უკვე მიიღეს და იმასაც, თუ ვინ იყვნენ მაშინ, როდესაც მიიღეს. ვინ იყვნენ ისინი, როდესაც მიიღეს? ყველა მკვდარი იყო, ყველანი მოხუცებულნი და გაცვეთილნი იყვნენ ურჯულოებაში. აჰა, ახლა კი სულიც ახალია (რადგანაც განწმენდილია), სხეულიც ახალია, მსახურებაც ახალია, აღთქმებიც ახალია, კავშირიც, ცხოვრებაც, ტრაპეზიც და სამოსელიც, და საერთოდ, ყველაფერი ახალია.
მართლაც, მიწიერი იერუსალიმის ნაცვლად, ჩვენ ზეციური საყდარი მივიღეთ; გრძნობადი ტაძრის ნაცვლად, სულიერი ტაძარი ვიხილეთ; ქვის ფილების ნაცვლად, ხორციელი ფილები მივიღეთ; წინადაცვეთის ნაცვლად, ნათლისღება; მანანის ნაცვლად, უფლის ხორცი; კლდიდან აღმოცენებული წყლის ნაცვლად, გვერდიდან გადმოსული სისხლი; მოსეს ან აარონის კვერთხის ნაცვლად, ჯვარი; აღთქმული მიწის ნაცვლად, ცათა სასუფეველი; ურიცხვი მღვდლის ნაცვლად, ერთი მთავარმღვდელი; უსიტყვო კრავის ნაცვლად, სულიერი კრავი.
ყოველივე ამ კეთილდღეობის წარმოდგენისას, მოციქული ამბობს: “ყოველი ახალია”. და ეს ყოველივე ღვთისაგან არის, ქრისტესა და მისი მადლის მეშვეობით. ამიტომაც დასძინა: “რომელმან შეგვარიგნა ჩუენ თჳსა თჳსისა მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ” (2 კორ. 5:18), ვინაიდან ყოველი კეთილი ქრისტეს მეშვეობით მოგვეცა ჩვენ. ის, ვინც თავის მეგობრებად გაგვხადა, არის ყველა სხვა სიკეთის მიზეზიც, რომელიც ღმერთმა თავის მეგობრებს უბოძა, რადგანაც მტრებად კი არ დაგვტოვა, არამედ ასეთი ნიჭებით დაგვაჯილდოვა, თავის მეგობრებად რომ გაგვხადა.
მაგრამ როდესაც ქრისტეს ჩვენი შერიგების მიზეზად ვასახელებ, მამასაც ვგულისხმობ; როდესაც კი ვამბობ, რომ მამამ მოგვანიჭა ეს შერიგება, კვლავ ძესაც ვგულისხმობ. “ყოველი მის მიერ იქმნა” (იოან. 1:3); მაშასადამე, ის არის ამის მიზეზიც. ჩვენ კი არ მივბრუნდით მას, არამედ მან თვითონ მოგვიწოდა თავისკენ. როგორ მოგვიწოდა? ქრისტეს სიკვდილით. “და მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ”. აქ მოციქული კვლავ მიუთითებს სამოციქულო წოდების ღირსებაზე და გვიჩვენებს, თუ რაოდენ დიდია ღვთის სიყვარული ჩვენდამი. მართლაც, მას შემდეგაც კი, რაც ადამიანებმა არ ისმინეს მოსული შუამავლისა, ღმერთს არ უარუყვია და არ მიუტოვებია ისინი, არამედ აგრძელებს მათ მოწოდებას, როგორც თავად, ისე სხვების მეშვეობით. ვინ შესძლებს ღირსეულად გაოცებას ჩვენდამი ასეთი ზრუნვით! ძე, შერიგებისთვის მოსული, უსაყვარლესი და მხოლოდშობილი ძე მოკლეს; მაგრამ მამამ, ამის მიუხედავად, არ უარყო მისი მკვლელები და არ თქვა: “მე გავგზავნე ჩემი ძე ჩემი ელჩობის აღსასრულებლად, მათ კი არა თუ არ ისურვეს მისი მოსმენა. Მოკლეს და ჯვარს აცვეს, ამიტომაც სამართლიანია მათი უარყოფა”. არამედ სრულიად საპირისპიროდ მოიქცა: ძის ჩვენგან წასვლის შემდეგ, მან ჩვენ გვიბოძა შერიგების საქმე: “მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ. Რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს მიერ, შემარიგებელი სოფლისა თჳსა თანა და არა შეჰრაცხა მათ ცოდვანი მათნი” (2 კორ. 5:19).
ხედავ სიყვარულს, რომელიც ყოველგვარ სიტყვასა და გონებას აღემატება? ვინ იყო შეურაცხყოფილი? თავად ღმერთი. ვინ მივიდა პირველი შერიგებისთვის? ისევ მან. “მაგრამ, იტყვი, მან ძე გამოგზავნა და არა თვითონ მოვიდა?” დიახ, მან ძე გამოგზავნა, მაგრამ მხოლოდ ძე კი არ მოგვიწოდებდა ჩვენ, არამედ მასთან ერთად და მისი მეშვეობით მოქმედებდა მამაც. ამიტომაც თქვა მოციქულმა, რომ “ღმერთი იყო ქრისტეს მიერ, შემარიგებელი სოფლისა თჳსა თანა”, ე.ი. ქრისტეს მეშვეობით. ამ სიტყვებით იგი განმარტავს ზემოთქმულ სიტყვებს: “მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ” და თითქოს ამბობს: “ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ ვართ ამ საქმის მიზეზი, ჩვენ მხოლოდ მსახურნი ვართ; ყოველივეს მიზეზი კი არის ღმერთი, რომელმაც შეარიგა სამყარო თავის თავს მხოლოდშობილის მეშვეობით”.
როგორ შეარიგა? საკვირველია არა მხოლოდ ის, რომ მეგობარი გახდა, არამედ უფრო მეტად ის, თუ როგორ გახდა მეგობარი. როგორ? მიუტევა მათ ცოდვები: სხვაგვარად მეგობარიც არ იქნებოდა. ამიტომაც თქვა მოციქულმა შემდეგ: “არა შეჰრაცხა მათ ცოდვანი მათნი”. მართლაც, ჩვენს ცოდვებში ანგარიში რომ მოეთხოვა, ყველა დავიღუპებოდით, რადგანაც ყველანი მკვდრები ვიყავით. მაგრამ ჩვენი ცოდვების ასეთი სიმრავლის მიუხედავად, მას არა თუ არ მოუთხოვია ჩვენთვის სასჯელი, არამედ შეგვარიგდა კიდეც; არა თუ მიგვიტევა ცოდვები, არამედ არც კი შეგვინახა ისინი გულში. ასე უნდა ვაპატიოთ ჩვენც ჩვენს მტრებს, რათა თავადაც მივიღოთ ასეთივე პატიება. “და მომცა ჩუენ სიტყუაჲ შერიგებისაჲ”. “და ჩვენ, ამბობს, ახლა იმიტომ კი არ მოვედით, რომ რაიმე მძიმე გვაუწყოთ, არამედ იმისთვის, რომ ყველანი ღვთის მეგობრებად ვაქციოთ”. “თუ მე, ამბობს უფალი, არ მიწამეს, თქვენ ნუ შეწყვეტთ მათ შეგონებას, სანამ არ დაარწმუნებთ”.
ამბროზიასტერი4 საუკუნე ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 5:18 კონტექსტში
5:16ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.
5:17ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.
5:18ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
5:19რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
5:20ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 5:18
- კოლასელთა მიმართ 1:20რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.
- კოლასელთა მიმართ 1:21და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,
- კორინთელთა მიმართ ბ 5:19რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:20ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
- რომაელთა მიმართ 5:10რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
- რომაელთა მიმართ 5:11და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება.
- ეფესელთა მიმართ 2:16და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.
- ეფესელთა მიმართ 2:17მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 5
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში