გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 6:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 6:18

მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

კორინთელთა მიმართ ბ 6:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 17 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირა (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 6:18

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ნათქვამი არ არის: ‘ნუ იქმთ უწმინდურებას’, არამედ, მათგან მეტ სიზუსტეს მოითხოვს და ამბობს: ‘ნუცა მიეკარებით’. რა არის ხორციელი უწმინდურება? სიძვა, მრუშობა და ყოველგვარი ხორციელ ვნება. ხოლო სულიერი? უწმინდური ზრახვები, გულისთქმითი მზერა, ბოროტების ხსოვნა, სიცრუე და მისთანანი. მას სურს, რომ ჩვენ ვიყოთ წმინდანი როგორც ამით, ისე იმ უწმინდურებით.”

    მთელი განმარტება

    ნათქვამი არ არის: “ნუ იქმთ უწმინდურებას”, არამედ, მათგან მეტ სიზუსტეს მოითხოვს და ამბობს: “ნუცა მიეკარებით”. რა არის ხორციელი უწმინდურება? სიძვა, მრუშობა და ყოველგვარი ხორციელ ვნება. ხოლო სულიერი? უწმინდური ზრახვები, გულისთქმითი მზერა, ბოროტების ხსოვნა, სიცრუე და მისთანანი. მას სურს, რომ ჩვენ ვიყოთ წმინდანი როგორც ამით, ისე იმ უწმინდურებით.

    აჰა, სანაცვლოც: განშორება ბოროტეულთაგან და შეერთება ღმერთთან. მაგრამ ყური დაგდე შემდგომსაც: “და ვიყო თქვენდა მამად, და თქვენ იყოთ ჩემდა ძედ და ასულად, იტყვის უფალი ყოვლისმპყრობელი” (იერ. 3:19). ხედავ, როგორ იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველმა ჩვენი ჭეშმარიტი წარმომავლობის შესახებ, ესე იგი, მადლით განახლების შესახებ.

    “ამრიგად, რაჲთა ესევითარი აღთქმანი გვაქუს, საყუარელნო” (2 კორ. 7:1). რა აღთქმები? ის, რომ ჩვენ ტაძრები გავხდით ღვთისანი, ძენი და ასულნი მისნი, რომ იგი დამკვიდრდა ჩვენში და მკვიდრობს, რომ ჩვენ მისი ერი გავხდით და მას ვუწოდებთ ღმერთსა და მამას ჩვენსას.

    “განვიწმიდნეთ თავნი თჳსნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისაჲსა”. ნუ მივეკარებით უწმინდურებას. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ “შეგინება ხორცთაჲსა” არის ის, რაც სულს აბინძურებს, ეს კი “შეგინება სულისაჲსაა”. მაგრამ ამით მარტო არ კმაყოფილდება და ამიტომ ამატებს: “და აღვასრულოთ სიწმიდე შიშითა ღმრთისაჲთა”. მხოლოდ უწმინდურთან შეუხებლობა ჯერ კიდევ არ გხდის წმინდას; იმისთვის, რომ წმინდანი გავხდეთ, ამისთვის სხვა რამეც არის საჭირო, კერძოდ, გულმოდგინება, სიფხიზლე და ღვთისმოსაობა.

    კარგად ბრძანა: “შიშითა ღმრთისაჲთა”, ვინაიდან შესაძლებელია, რომ სიმართლე შეინარჩუნო არა ღვთის შიშით, არამედ ამაო დიდებისთვის. თუმცა, მხედველობაში სხვა რამეც ჰქონდა, როდესაც თქვა: “შიშითა ღმრთისაჲთა”, კერძოდ, საშუალება, რომლითაც სიწმინდე მიიღწევა. ჭეშმარიტად, რაც არ უნდა დიდი იყოს ვნებათა ძალა, თუკი თავს ღვთის შიშით დაიცავ, მის მძვინვარებას დაამარცხებ.

    “სიწმიდეში” კი აქ მარტო სიმართლეს არ გულისხმობს, არამედ ყოველგვარი ცოდვისგან განრიდებასაც, ვინაიდან წმინდაა ის, ვინც სუფთაა, ხოლო სუფთაა არა ის, ვინც მარტო სიძვას არ სჩადის. Ის, ვინც შორსაა ვერცხლისმოყვარეობისგან, შურისგან, ამპარტავნებისგან და ამაოებისგან, განსაკუთრებით კი ამაოებისგან, რომელსაც ყოველთვის უნდა გაექცე, უმეტესად კი მოწყალების გაცემისას. მოწყალება, ამ სენით შეპყრობილი, წყვეტს მოწყალებად ყოფნას და ქედმაღლობად და გულქვაობად იქცევა.

    მართლაც, როდესაც მოწყალებას არა გულმოწყალების გამო გასცემ, არამედ იმისთვის, რომ თავი გამოიჩინო, მაშინ ის არა მარტო მოწყალება აღარ არის, არამედ შეურაცხყოფაც კია, ვინაიდან შენ შენი ძმა სირცხვილისთვის გამოგაქვს. მოწყალება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მარტო ფული გასცე, არამედ იმაში, რომ გულმოწყალების გრძნობით გასცე. სანახაობებზეც კი გასცემენ ფულს, გარყვნილ ჭაბუკებს და სცენაზე გამომსვლელ სხვა პირებს; მაგრამ ეს მოწყალება არ არის. მეძავებიც კი აძლევენ ფულს მეძავებს; მაგრამ ეს კაცთმოყვარეობის საქმე კი არა, მთვრალი თავხედობაა. სწორედ მათ ჰგავს ისიც, ვინც ამაოების გამო (გასცემს მოწყალებას). მსგავსად იმისა, როგორც მეძავთან შემგინებელი აძლევს მას საზღაურს მისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის. Შენც, ამაოების გამო მოწყალების გამცემო, მხოლოდ აჯილდოებ მის მიმღებს შენგან მიყენებული შეურაცხყოფისთვის და ამით ქმნი როგორც შენთვის, ისე მისთვის ცუდ სახელს, აქედან კი, გამოუთქმელი ზიანი.

    როგორც სასტიკი მხეცი და ცოფიანი ძაღლი ესხმიან თავს ყველას, ასევე ეს ბოროტი უგულობის სენი გვპარავს ჩვენს სიკეთეებს. ასეთი მოწყალება, ჭეშმარიტად, უგულობა და სისასტიკეა, ან კიდევ უარესიც. გულქვა მარტო თვითონ არ აძლევს მთხოვნელს, შენ კი მასზე უარესს სჩადი, ხელს უშლი გაცემის მსურველებს. რადგან როდესაც ყველას თვალწინ გამოგაქვს შენი გაცემული, ამით ეჭვქვეშ აყენებ შენი ძღვენის მიმღების სიღარიბეს და ამით აკავებ გაცემის განზრახვის მქონეს გაცემისგან, განსაკუთრებით, თუკი ის მსუბუქი ადამიანია. ასეთი ადამიანი უკვე აღარ აძლევს მთხოვნელს, როგორც უკვე მიმღებს და დიდად არმსაჭიროებელს. Მცირედ თუ არა, კიდევ დაგმობს მას და ამხილებს უსირცხვილობაში, როდესაც ის, შენგან მოწყალების მიღების შემდეგ, მასთანაც მივა სათხოვნელად.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  8. ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 6:18 კონტექსტში

6:16რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

6:17ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

6:18მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 6:18

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 6

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში