
რომაელთა მიმართ 8:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
რომაელთა მიმართ 8:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 8:14
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
კვიპრიანე კართაგენელი3 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ეს გვირგვინი გაცილებით აღმატებულია წინაზე. ამიტომაც არ თქვა უბრალოდ: ‘ყველა, ვინც ღვთის სულით ცხოვრობს’, არამედ, ‘რამდენადაც ღვთის სული წარმართავს მათ’, რითაც გამოხატავს თავის სურვილს. Ღვთის სული იყოს ჩვენი ცხოვრების ბატონი, როგორც საჭეთმპყრობელი მართავს ხომალდს, ან მეეტლე, წყვილ ცხენს.”
მთელი განმარტება
ეს გვირგვინი გაცილებით აღმატებულია წინაზე. ამიტომაც არ თქვა უბრალოდ: “ყველა, ვინც ღვთის სულით ცხოვრობს”, არამედ, “რამდენადაც ღვთის სული წარმართავს მათ”, რითაც გამოხატავს თავის სურვილს. Ღვთის სული იყოს ჩვენი ცხოვრების ბატონი, როგორც საჭეთმპყრობელი მართავს ხომალდს, ან მეეტლე, წყვილ ცხენს.
მხოლოდ სხეულზე კი არა, სულზეც კი ადებს მოციქული ამგვარ ლაგამს. მას არ სურს, რომ სული ბატონობდეს, არამედ მისი ძალაუფლება სულის ძალას დაუმორჩილოს. იმისთვის, რომ რომაელებმა, ნათლისღების ნიჭზე მინდობილებმა, შემდგომი ცხოვრება არ დაივიწყონ, მოციქული ამბობს, რომ თუმცა ნათელიღე, მაგრამ თუ ამის შემდეგ სულით არ ივლი, დაკარგავ შენთვის ბოძებულ ღირსებასა და შვილად აყვანის უფლებას. ამიტომაც არ თქვა, მათ, რომელთაც მიიღეს სული, არამედ, “რამდენადაც ღვთის სული წარმართავს მათ”, ესე იგი, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ასე ცხოვრობს, ისინი არიან ღვთის შვილები.
მაგრამ ეს ღირსება ხომ იუდეველებსაც ჰქონდათ მინიჭებული, რადგანაც თქმულია: “მე ვთქვი: ღმერთები ხართ და უზენაესის ძენი, ყველანი” (ფსალმ. 81:6), და კიდევ: “შვილები გავზარდე და აღვამაღლე” (ეს. 1:2), და კვლავ: “პირმშო ჩემი ისრაელი” (გამოს. 4:22). თავად პავლეც ამბობს: “მათ ვისაც შვილად აყვანა ეკუთვნით” (რომ. 4:4). მაშ, რა განსხვავებაა ამ ორ პატივს შორის?
თუმცა სახელები ერთი და იგივეა, ამბობს ის, საქმეები სხვადასხვაა. ამის ნათელი დასტურია წარმატებულთა შედარება, ბოძებული ნიჭები და მომავალი ჯილდოები. პირველ რიგში, ის გვიჩვენებს, თუ რა ნიჭები ჰქონდათ მინიჭებული იუდეველებს.
ეფრემ ასური4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე პროსპერი აკვიტანელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 8:14 კონტექსტში
8:12ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.
8:13რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
8:14ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
8:15რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
8:16სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 8:14
- გალატელთა მიმართ 5:18თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
- იოანე 1:12ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;
- გალატელთა მიმართ 3:26რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
- გალატელთა მიმართ 5:16ჰოდა, მე ვამბობ: სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
- ფსალმუნები 143:10შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
- გალატელთა მიმართ 5:22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
- გალატელთა მიმართ 5:25თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
- გამოცხადება 21:7მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 8
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



