გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 12:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 12:18

ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?

კორინთელთა მიმართ ბ 12:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 20 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 12:18

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “პავლე მოციქულის ეს სიტყვები ერთი შეხედვით ბუნდოვანია, მაგრამ მას მიზანი ამოძრავებდა. საუბარი ფულზეა და მოციქული თავს იმართლებს, რომ არაფერს იღებს. ამიტომაც, თავისი სიტყვების შენიღბვა სჭირდებოდა.”

    მთელი განმარტება

    პავლე მოციქულის ეს სიტყვები ერთი შეხედვით ბუნდოვანია, მაგრამ მას მიზანი ამოძრავებდა. საუბარი ფულზეა და მოციქული თავს იმართლებს, რომ არაფერს იღებს. ამიტომაც, თავისი სიტყვების შენიღბვა სჭირდებოდა.

    მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები? მანამდე პავლე ამბობდა, რომ არაფერი აუღია, პირიქით, მზად იყო გაეცა და დაეხარჯა თავისი ქონება. ამაზე ბევრს მსჯელობდა, როგორც ამ ეპისტოლეში, ისე პირველში. ახლა კი სხვა რამეს ამბობს, თითქოს პასუხობს მისდამი გამოთქმულ საყვედურებს და წინასწარვე ხსნის მათ. აი, რას გულისხმობს იგი: “მე თქვენგან მოგებას არ ვეძებდი, მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მართალია, მე არაფერი ამიღია. Როგორც ცბიერმა კაცმა, ჩემ მიერ გამოგზავნილებს დავავალე, ჩემი სახელით ეთხოვათ თქვენთვის რამე, და მათგან მე თვითონ ვიღებდი. ამგვარად, სხვების მეშვეობით ვიღებდი და თავს ვირიდებდი ეჭვს, თითქოს მე თვითონ ვიღებდე რამეს. მაგრამ ამასაც ვერავინ იტყვის. მოწმეები თავად თქვენ ხართ”.

    სწორედ ამიტომ სვამს კითხვებს: “ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ერთი ძმა: ტიტემ ხომ არ ისარგებლა თქვენით? ისე ხომ არ მოგაკითხათ, როგორც მე?” ანუ, არც მას აუღია არაფერი. ხედავთ, რა გულმოდგინედ ცდილობდა არა მარტო საკუთარი თავი დაეცვა ანგარებისგან, არამედ მის მიერ გამოგზავნილებიც ისე წარმოეჩინა, რომ მცირე საბაბიც არ მიეცათ მისი გამკიცხველებისთვის?

    ეს ხომ პატრიარქ აბრაამის საქციელსაც კი აღემატება. ის ხომ, გამარჯვებით დაბრუნებული, როდესაც მეფე სამხედრო ნადავლის ნაწილს სთავაზობდა, იმაზე მეტის აღებაზეც კი ამბობდა უარს, რაც მის შინაურებს ეყოფოდათ. პავლე კი, როგორც თვითონ არ სარგებლობდა, ისე თავის თანამშრომლებსაც არ აძლევდა საშუალებას, ესარგებლათ თუნდაც აუცილებელი საკვებით, რათა სრულიად ამოეღო ხმა თავხედებისთვის.

    ამიტომაც, ის კი არ ამბობს თავის თავზე, რომ მათ არაფერი აუღიათ, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამაში კორინთელებსვე წარმოადგენს მოწმეებად. Მოწმობა მისი საკუთარი პირიდან კი არ გამოდიოდეს, არამედ მათ განაჩენს ეფუძნებოდეს. ასე ვიქცევით ჩვეულებრივ, როდესაც საქმე ეხება რაიმე აშკარას და არ ექვემდებარება არანაირ ეჭვს.

    “მითხარით, ამბობს მოციქული, ჩვენ მიერ გამოგზავნილებიდან ვინმემ ხომ არ იხეირა თქვენგან?” არ ამბობს: “ვინმემ ხომ არ აიღო თქვენგან რამე?” არამედ ამგვარ საქმეს უწოდებს მექრთამეობას. Რითაც საყვედურობს მათ, არცხვენს და აჩვენებს. Ვინმესგან მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმეს აღება მექრთამეობაა. და არ უთქვამს: “ტიტემ”, არამედ: “ვინმემ”, ანუ: “თქვენ იმასაც ვერ იტყვით, რომ ერთი არ იღებდა, მაგრამ მეორე იღებდა. პირიქით, არც ერთს არ აუღია გამოგზავნილებიდან”.

    “ვთხოვე ტიტეს”. ესეც საყვედურით არის ნათქვამი. არ უთქვამს: “მე გავგზავნე ტიტე”, არამედ, “ვთხოვე”, რითაც აჩვენებს, რომ ის რომ აეღო მათგან რამე, უფლება ექნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის სუფთა დარჩა. ამიტომაც, კვლავ ეკითხება მათ: “ტიტემ ხომ არ ისარგებლა თქვენით? ერთ სულში ხომ არ ვიყავით?” რას ნიშნავს: “ერთ სულში”? იმას, რომ ის ყველაფერს მადლს მიაწერს და აჩვენებს, რომ ყველაფერი საქებარი ჩვენი შრომით კი არ აღსრულებულა, არამედ სულის ნიჭისა და მადლის საქმეა. ჭეშმარიტად, უდიდესი მადლი იყო, როდესაც ყველაფერში გაჭირვებულნი და მშივრები არაფერს იღებდნენ განსასწავლელად მოვლენილთა განსამტკიცებლად. “ერთი გზით ხომ არ დავდიოდით?” ანუ: “მათ ოდნავადაც არ გადაუხვიათ ჩემ მიერ მიღებული სიფრთხილისგან, არამედ შეინარჩუნეს იგივე წესი”.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 12:18 კონტექსტში

12:16ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ?

12:17მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვეობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე?

12:18ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?

12:19იქნებ გგონიათ, თქვენ წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.

12:20რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 12:18

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 12

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში