
მეფეთა ბ 1:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
მეფეთა ბ 1:24 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 1:24 კონტექსტში
1:22საულ და იონათან! საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი იყვნენ.
1:23ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს.
1:24როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
1:25ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.
1:26როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 1:24
- ესაია 3:16თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.
- ესაია 3:26მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.
- იერემია 2:32როდის ყოფილა, ქალწულს თვისი სამკაული დაევიწყებინოს ან პატარძალს - თვისი მორთულობანი? ჩემმა ერმა კი რა ხანია, დამივიწყა მე.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:9ასევე ქალებიც, ღირსეულად მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,
- ტიმოთეს მიმართ ა 2:10არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.
- მსაჯულნი 5:30ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:3დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:5ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 1
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში