
მეფეთა ბ 1:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
მეფეთა ბ 1:26 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 1:26 კონტექსტში
1:24როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
1:25ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.
1:26როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 1:26
- მეფეთა ა 20:17და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
- მეფეთა ა 23:16უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.
- მეფეთა ა 20:41ყმაწვილი წავიდა. ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანისცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
- მეფეთა ა 18:1მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.
- მეფეთა ა 18:4გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
- მეფეთა ა 19:2შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 1
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში