
მეფეთა ბ 11:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა.
მეფეთა ბ 11:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 11:14 კონტექსტში
11:12უთხრა დავითმა ურიას: დღესაც დარჩი აქ და ხვალ გგაგზვნი. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას.
11:13მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა ურიამ მის წინაშე და დაათრო იგი დავითმა. საღამოთი გავიდა, რომ თვისი ბატონის მორჩილებთან დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა.
11:14დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა.
11:15წერილში ასე დაწერა: დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს.
11:16როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 11:14
- ფსალმუნები 52:2ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
- ფსალმუნები 62:9მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.
- მიქა 7:3გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.
- მიქა 7:5ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენ გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი
- იერემია 9:1ოჰ, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები - ცრემლის წყაროდ! დღე და ღამ ვიტირებდი ჩემს დახოცილებს!
- იერემია 9:4უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები.
- ფსალმუნები 19:13ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
- იერემია 17:9უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 11
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში