
ფსალმუნი 19:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
ფსალმუნი 19:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 19:13 კონტექსტში
19:11და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
19:12ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
19:13ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
19:14დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 19:13
- ფსალმუნები 119:133ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
- რომაელთა მიმართ 6:12მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.
- რომაელთა მიმართ 6:14ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.
- მეფეთა ა 25:39მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი.
- მოციქულთა საქმენი 24:16ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.
- ფსალმუნები 7:10ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- მეორე სთვლისაება 17:12თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 19
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში