
მეფეთა ბ 11:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
მეფეთა ბ 11:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 11:4 კონტექსტში
11:2ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
11:3გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.
11:4გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
11:5როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულად ვარ.
11:6გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 11:4
- ლევიანი 18:19წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.
- იაკობის ეპისტოლე 1:14არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
- იაკობის ეპისტოლე 1:15ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.
- ფსალმუნები 51:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
- ფსალმუნები 51:19მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
- იგავესნი 30:20ბოზი ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.
- ლევიანი 12:2ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.
- ლევიანი 12:5თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 11
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში