
იგავესნი 26:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს.
იგავესნი 26:24 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 26:24 კონტექსტში
26:22ენატანიას სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევს.
26:23რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული.
26:24მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს.
26:25ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი სიბილწეა.
26:26ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში გამოაჩენს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 26:24
- იგავესნი 12:20ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი - სიხარული.
- იგავესნი 10:18სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია.
- ფსალმუნები 41:6და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.
- იგავესნი 12:5მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები კი სიცრუეა.
- იგავესნი 11:1მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
- იგავესნი 14:8გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
- იგავესნი 12:17ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 26
სრულად წაიკითხე: იგავესნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში