გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 14:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 14:14

ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.

მეფეთა ბ 14:14 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 14:14 კონტექსტში

14:12უთხრა ქალმა: ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მორჩილს. უთხრა: თქვი.

14:13თქვა ქალმა: რისთვის ფიქრობ ამგვარად ღვთის ერზე? სცოდავს ამის მთქმელი მეფე, თუ თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს.

14:14ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.

14:15ახლა მოვსულვარ, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფეს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მორჩილმა, ვეტყვი მეფეს, ვინძლო აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი.

14:16რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 14:14

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 14

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში