
იობი 30:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;
იობი 30:23 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:23 კონტექსტში
30:21მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი;
30:22ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად.
30:23ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;
30:24განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას?
30:25განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე?
პარალელური ადგილები: იობი 30:23
- ეკლესიასტე 12:5შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, -
- ეკლესიასტე 12:7მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
- ეკლესიასტე 9:5რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.
- იობი 21:33ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.
- იობი 14:5თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა,
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- მეფეთა ბ 14:14ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.
- ებრაელთა მიმართ 9:27და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში