გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 35:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 35:15

ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენ შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი.

რიცხვთა 35:15 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 35:15 კონტექსტში

35:13ექვსი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფრად განაწესებთ.

35:14სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქაანანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.

35:15ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენ შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი.

35:16თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკელელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

35:17თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 35:15

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 35

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში