
მეფეთა ბ 2:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას,
მეფეთა ბ 2:22 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 2:22 კონტექსტში
2:20უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: ყასაელი ხარ? მიუგო: მე ვარ.
2:21უთხრა აბნერმა: გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი. არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას.
2:22კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას,
2:23არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
2:24ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ დგას, გაბაონის უდაბნოს გზაზე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 2:22
- მეფეთა ბ 3:27როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
- ეკლესიასტე 6:10რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.
- იგავესნი 29:1მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში