გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 21:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 21:11

შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, საულის ხარჭამ.

მეფეთა ბ 21:11 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 21:11 კონტექსტში

21:9და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში.

21:10აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ მხეცებს.

21:11შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, საულის ხარჭამ.

21:12მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთშანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა გილბოაყში საული.

21:13ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები, და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 21:11

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 21

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში