
მეფეთა ბ 21:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში.
მეფეთა ბ 21:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 21:9 კონტექსტში
21:7დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა საუფლო ფიცის გამო, რომელიც დიდებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის.
21:8წამოიყვანა მეფემ რიცფას ორი ვაჟი აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და მიქალის ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს,
21:9და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში.
21:10აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ მხეცებს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 21:9
- რუთი 1:22დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.
- მეფეთა ბ 6:21მიუგო დავითმა მელქოლას: უფლის წინაშე, რომელმაც მამჯობინა მამაშენს და მთელ მას სახლს, როცა დამადგინა უფლის ერის, ისრაელის წინამძღოლად, უფლის წინაშე სიხარულით ვიროკებ.
- მეფეთა ბ 6:17მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე კარავში, რომელიც გაშლილი ჰქონდა მისთვის დავითს. მერე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს.
- მეფეთა ბ 21:6ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: ჩაგაბარებთ.
- მეფეთა ა 15:33თქვა სამუელმა: როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში უფლის წინაშე.
- გამოსვლა 20:5არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
- მეორე სთვლისაება 21:1თუ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად, ნახავ მოკლულს, ველზე დაგდებულს, და არ გეცოდინება ვინ მოკლა იგი,
- მეორე სთვლისაება 21:9უნდა ჩამორეცხო შენს წრეში უბრალო სისხლი, თუ გინდა, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 21
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში