
მეფეთა ბ 22:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
მეფეთა ბ 22:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:6 კონტექსტში
22:4უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.
22:5მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა შემაშინეს,
22:6შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
22:7ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.
22:8შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:6
- ფსალმუნები 116:3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
- იგავესნი 5:22საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.
- იობი 36:8თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,
- ფსალმუნები 140:5გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.
- მოციქულთა საქმენი 2:24მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი.
- იგავესნი 13:14ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი.
- იგავესნი 14:27უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი.
- ფსალმუნები 18:5გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში