
მეფეთა ბ 22:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.
მეფეთა ბ 22:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:7 კონტექსტში
22:5მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა შემაშინეს,
22:6შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
22:7ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.
22:8შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი.
22:9ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:7
- ფსალმუნები 18:6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
- ფსალმუნები 116:4და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
- გამოსვლა 3:7თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი,
- ფსალმუნები 34:15უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.
- ფსალმუნები 34:17მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.
- ფსალმუნები 120:1გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
- იონა 2:7როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
- ფსალმუნები 27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში