
ფსალმუნი 116:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
ფსალმუნი 116:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 116:3 კონტექსტში
116:1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
116:2რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
116:3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
116:4და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 116:3
- ფსალმუნები 18:4ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
- ფსალმუნები 18:6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
- ფსალმუნები 38:6წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
- ფსალმუნები 88:6მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
- ფსალმუნები 88:7მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
- ფსალმუნები 32:3როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
- ფსალმუნები 32:4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
- იონა 2:2თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 116
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 116 · გახსენი ბიბლიის მკითხველში