
ფსალმუნი 116:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
ფსალმუნი 116:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 116:4 კონტექსტში
116:2რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
116:3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
116:4და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
116:5მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
116:6იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 116:4
- ფსალმუნები 118:5სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
- ფსალმუნები 22:20გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
- ფსალმუნები 143:6სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
- ფსალმუნები 143:9მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- ფსალმუნები 22:1გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
- ფსალმუნები 22:3შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
- ესაია 37:15ილოცა ხიზკიაჰუმ უფლისადმი და თქვა:
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 116
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 116 · გახსენი ბიბლიის მკითხველში