
ფსალმუნი 20:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
ფსალმუნი 20:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 20:4 კონტექსტში
20:2გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან. და სიონიდან შეგამაგროს შენ.
20:3გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს აღსავლენი შენი. სელა.
20:4მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
20:5ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
20:6ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 20:4
- ფსალმუნები 37:4ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
- ფსალმუნები 145:19მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.
- ფსალმუნები 21:2შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
- მათეს სახარება 21:22და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
- იგავესნი 11:23მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა.
- იოანე 16:23ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
- რომაელთა მიმართ 8:27ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.
- რომაელთა მიმართ 8:28ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 20
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში