
მეფეთა ბ 5:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემ წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.
მეფეთა ბ 5:20 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 5:20 კონტექსტში
5:18მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
5:19დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
5:20მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემ წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.
5:21იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.
5:22კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 5:20
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 5
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში