
მეფეთა ბ 5:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
მეფეთა ბ 5:18 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 5:18 კონტექსტში
5:16ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი.
5:17შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა.
5:18მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
5:19დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
5:20მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემ წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 5:18
- იესო ნავეს ძე 15:8ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.
- იესო ნავეს ძე 17:15უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.
- შესაქმე 14:5მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში.
- მეფეთა ბ 23:13ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
- ესაია 17:5იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება.
- იესო ნავეს ძე 18:16ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ძეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით, და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით, და ისევ ეშვება ყენ-როგელამდე.
- ნეშტთა შორისა ა 11:15ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 5
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში