
მეფეთა ბ 5:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი.
მეფეთა ბ 5:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 5:3 კონტექსტში
5:1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
5:2წინათაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.
5:3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი.
5:4ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა და იმეფა ორმოცი წელი.
5:5ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელ ისრაელზე და იუდაზე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 5:3
- მეფეთა ბ 2:4მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.
- მეფეთა ა 23:18მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.
- მეფეთა ა 16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
- მეფეთა ბ 3:21უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
- მსაჯულნი 11:11წამოჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა იგი თავის თავკაცად და წინამძღოლად აირჩია. გაიმეორა იფთახმა ყოველი თავისი სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.
- ნეემია 9:38ყოველივე ამის გამო მტკიცე აღთქმას ვდებთ და ხელს ვაწერთ. ჩვენმა მთავრებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა დაბეჭდეს.
- მეფეთა ა 11:15წავიდა მთელი ხალხი გილგალს და გაამეფეს საული უფლის წინაშე იქ, გილგალში. შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა.
- ნეშტთა შორისა ა 11:3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 5
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში