გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 7:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 7:11

იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი.

მეფეთა ბ 7:11 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 7:11 კონტექსტში

7:9ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენ წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.

7:10ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.

7:11იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი.

7:12როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.

7:13ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:11

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში