გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 7:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 7:26

იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენ წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი!

მეფეთა ბ 7:26 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 7:26 კონტექსტში

7:24შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი!

7:25ახლა სამარადისოდ განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მორჩილზე და მის სახლზე რომ გიბრძანებია, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს.

7:26იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენ წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი!

7:27რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენ მიმართ.

7:28ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მორჩილისთვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:26

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში